ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხი განიხილა.
შეხვედრაზე ხაზი საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს გაესვა, რის შედეგადაც საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება.
მარიამ ქვრივიშვილმა ელჩებთან ასევე გერმანიასა და საფრანგეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პირდაპირ საჰაერო მიმოსვლასა და უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე იმსჯელა.