თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი წყაროს გაჩენამ მედიკოსებში შიში გამოიწვია, რომ შეიძლება სიტუაცია უმართავი გამხდარიყო, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, ყველაფერი კვლავ კონტროლს ემორჩილება.
მარიან ეზუგბაიამ მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ.
ინფექციურ საავადმყოფოში 58 დაინფიცირებული პაციენტიდან მძიმე და პრობლემური არც ერთის მდგომარეობა არაა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებიდან რამდენიმეს აქვს პნევმონია, თუმცა მათი მდგომარეობა კეთილსაიმედოა