თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა.
ეზუგბაიას განმარტებით, ბოლო 10 დღეა, შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება ფიქსირდება. მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში კვლავ 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, მათგან 2-ის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 1 კი კვლავ საყურადღებო რჩება.