ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან, 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ასევე მძიმედ ფასდება წუხელ ღამით შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 პაციენტთან სიტუაცია გაუმჯობესებულია.