თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, როდესაც ქვეყანაში შიდა გადაცემაა დაწყებული, დღეში 18-20 ახალი შემთხვევა ბევრი არ არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ასეთი მატებით გაგრძელდა, პრობლემა დიდი დანაკლისის გარეშე გადაილახება. მისი თქმით, პროცესი ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით მიდის და ვარაუდობს რომ ქვეყანა შეძლებს პრობლემა დიდი დანაკლისებისა და არეულობის გარეშე გადალახოს.