"ოქროს ტალღა 2019" დასრულდა! ცნობილია გამარჯვებულები ყველა ნომინაციაში. მთავარი ჯილდო, წლის სიმღერის ნომინაციაში გადაეცა ანრი ჯოხაძეს სიმღერისთვის "ცივი ნოემბერი". "ოქროს ტალღის" დაჯილდოების ცერემონიამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზულად ჩაიარა. სცენაზე გორის ქალთა გუნდთთან და თბილისის მერიასთან არსებულ ვაჟთა კაპელის, ასევე ცნობილი ქართველი ინსტრუმენტალისტების მონაწილეობით, კანადელმა შემსრულებელმა, მარკ მარტელმა ლეგენდარული „ქუინის“ კომპოზიციები შეასრულა. მარტელი სპეციალურად „ოქროს ტალღისთვის“ ჩამოვიდა საქართველოში.