შოტლანდიაში სნუკერის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ორი ინგლისელი ჯეკ ლისოვსკი და მარკ სელბი დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სელბიმ გარკვეული წინააღმდეგობა მიიღო, მაინც დამაჯერებლად იმარჯვა და მეტოქეს 9-6 სძლია. აღსანიშნავია, რომ ლისოვსკი სელბისთვის საკმაოდ უხერხული კონკურენტია, მათ ერთმანეთთან 11 მატჩი გამართეს, სადაც ლისოვსკიმ მეტოქეს 6 მატჩი მოუგო და ამჯერად მხოლოდ მეხუთედ დამარცხდა.