Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ადგილზე გადმოინაცვლა. ბოლო მონაცემებით, მისი ქონება 80 მილიარდ 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ბოლო პერიოდში ცუკერბერგი 2 მილიარდ 40 მილიონი დოლარით გამდიდრდა.
პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი რჩება. მისი ქონება Bloomberg-ზე 143 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, წლის განმავლობაში კი ბიზნესმენი 28 მილიარდ 300 მილიონი დოლარით გამდიდრდა.
107 მილიარდი დოლარის ქონებით სამეულშია კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი. Berkshire Hathaway-ის მფლობელმა უორენ ბაფეტმა კი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო პერიოდში მისი ქონება 20 მილიარდ 700 მილიონი დოლარით შემცირდა და 68 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა.