მარნეულის „კაპეზე“ ერთ დღეში 500 დოლარი გამოდის, ივანიშვილის „სტავკაა“ - თავისი სასტუმროს „პარაგრაფის“ ფასი დაადო მარნეულის „კაპეზეს“ - ხელისუფლება რაც უფრო გაწელავს ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტივნეულად მოხვდება ცხვირში,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს მისი სასამართლო სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც მას 3 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ხელისუფლება დაკავებითა და დაჯარიმებით სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობს.