სწრაფი ტესტების საშუალებით მარნეულში 15 000 ადამიანი, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ორ მუნიციპალიტეტში სწრაფი ტესტირების შედეგად, კორონავირუსი ჯერჯერობით არცერთ ადამიანს არ დაუდასტურდა. მისივე განმარტებით, პარალელურად გრძელდება საკარანტინე ცხოვრება, მობილური ჯგუფები კი ტესტირებას ისევ აგრძელებენ. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, დღეს 10 000 პირბადე და სხვა აუცილებელი აქსესუარებიც დაურიგდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც საკარანტინე ზონაში უწევთ საქმიანობა.