მარნეულში, ფესტივალი "ერთიანი კავკასია" ოფიციალურად გაიხსნა. 22-25 აგვისტოს სოფელი წერაქვი უკვე მეხუთედ მასპინძლობს აღნიშნულ ფესტივალს. წელს ფესტივალი მუსიკოსებს 10 ქვეყნიდან მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ "ერთიანი კავკასია" არის საერთაშორისო ფესტივალი და გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას შემოქმედებითი და უსაფრთხო სივრცე კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ამასთან, ფესტივალის მიზანია, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის, საერთო კულტურული დიალოგის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თავისუფალი სივრცის შექმნა.