მარნეულში „ქართული ოცნებისა“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სიტყვიერად და ფიზიკურად ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, ოპოზიციის სამი წარმომადგენელი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ავტომობილიც.ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცველების ჯგუფები."ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზერ სულეიმანოვის განცხადებით, დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამა-შვილი ქველაძეები დაშავდნენ. ასევე დაშავებულია „მთავარი არხის“ ადგილობრივი კორესპონდენტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი.აზერ სულეიმანოვი მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.