მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლმა ოჯახური კონფლიქტის დროს 28 წლამდე მეუღლე ნაჯახით მოკლა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 11-108 მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.