ახლახანს გავრცელდა ახალი ფილმის Marry Me-ს თრეილერი, სადაც 51 წლის ჯენიფერ ლოპესი ახალ რომანტიკულ კომედიაში მონაწილეობს. ფილმში ლოპესი, ოუენ უილსონი და მალუმა თამაშობენ. ფილმის პარალელურად გამოვიდა საუნდტრეკი, რომლისთვისაც 6 სიმღერა ჯეი ლომ, ხოლო 2 კომპოზიცია მალუმამ შეასრულა.
რაც შეეხება სიუჟეტს – ფილმის მთავარი გმირი პოპ ვარსკვლავია, რომელიც როკ მუსიკოსზე ქორწილისთვის ემზადება. ცერმონიამდე რამდენიმე წუთით ადრე, ლოპესის პერსონაჟი მომავალი ქმრის ღალატის შესახებ იგებს და გარბის ქორწილიდან ოუენ უილსონის პერსონაჟთან ერთად, რომელიც უბრალო მათემატიკის მასწავლებელია.
ფილმის პრემიერა ვალენტინობას, 14 თებერვალს გაიმართება.