მართალია, ნაკლებად გაბარიტული მერცხალი, რომელიც გარეგნული მახასიათებლებით განსხვავებულ 80-მდე სახეობას აერთიანებს საკუთარ ოჯახში, არც განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევა, არც გონებაგამჭრიახობით, მაგრამ მაინც სერიოზულ მისიას ასრულებს, რადგან სწორედ ის ითვლება გაზაფხულის მაუწყებლად.
მერცხალი მეტწილად თბილი კლიმატის, ნოყიერი ნიადაგისა და საკვებით მდიდარ სამხრეთის ქვეყნებში ბინადრობს, რადგან ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავს საკვების მოპოვებაზე. აღსანიშნავია, რომ ტროპიკულ ზონებში გავრცელებული მერცხლები მკვიდრი ცხოვრების წესს მისდევენ, ზომიერ კლიმატურ სარტყელში მობუდარი ფრინველები კი, გადამფრენ სახეობებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ზაფხულის ბოლოს იწყებენ მიგრაციას.
მართალია, საკუთარ ოჯახში ფრინველი რამდენიმე ათეულ სახეობას აერთიანებს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულად მაინც ქალაქის და სოფლის, მიწის, ხის და ჭიანჭველაჭამია მერცხალი ითვლება.