მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი შეკრებილ მრევლს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
ღვთისმსახურება სამებაში 10:00 საათზე დაიწყება.