მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო, დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 8 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.