ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით მართავს, ანა დოლიძე აფასებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, ამ ფორმატს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ორთქლის გამოშვების და უცხოელების წინაშე პრანჭვის აზრი, სხვა რეალური ხელშესახები შედეგი არ აქვს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ის დაკვეთა, რომ უნდა მომხდარიყო სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა, შესრულებული არ არის.
ამის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა რომ სასამართლოს რეფორმის საკითხზე 5-დღიანი შეხვედრიდან ანა დოლიძემ მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა მათთან ერთად და ამ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სასამართლოს რეფორმის საკითხზე შეხვედრებში ყველა მხარე აქტიურად მონაწილეობდა, გარდა ანა დოლიძისა.