სადებიუტო ფილმის "კონტროლი წარმატების შემდეგ", მეორე სარეჟისორო ნამუშევრისთვის ანტონ კორბეინი დიდ ხანს ეძებდა მასალას, რომელიც ერთნაირად საინტერესო იქნებოდა როგორც ვიზუალურად, ისე სიუჟეტური წყობით. რეჟისორი აქტიურად შეუდგა სცენარების კითხვას და მარტოხელა ადამიანის ისტორიით მოიხიბლა, რომელიც დანაშაულის გამოსყიდვას და ახალი ცხოვრების დაწყებას აბსოლუტურად უცხო გარემოში ცდილობდა. კორბეინი ერთის მხრივ სიუჟეტის დრამაიზმმა, მეორეს მხრივ კი რომანტიზზმა მიიზიდა, რომელიც მისი აზრით, არამხოლოდ დინამიურობას შეუნარჩუნებდა ფილმს, არამედ აქტუალურ საკიტხებზე დააფიქრებდა მაყურებელს.