2020 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონზე 100 მილიონი დოლარი გაყიდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მარტის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. კეძოდ, სებ-მა პირველ აუქციონზე 20, მეორე და მესამე აუქციონზე კი - 40-40 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა.
საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.6 პროცენტით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი - 2.9 პროცენტით გაუფასურდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ 17.7 პროცენტით გაუფასურდა.
ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის მარტში სავალუტო ბაზარზე ამერიკული დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 210 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ბრუნვაზე 113 მილიონ 500 ათასი დოლარით, ხოლო წინა წლის მარტის მონაცემზე კი - 136 მილიონ 600 ათასი დოლარით მეტია.