მარტში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 3 მილიარდ 370 მილიონი ლარით ანუ 10.64%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2020 წლის პირველი აპრილისთვის 34 მილიარდ 990 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43 მილიონ 610 ათასი ლარით ანუ 0.30%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3 მილიარდ 320 მილიონი ლარით ანუ 19.26%-ით გაიზარდა.
ამასთან, 2020 წლის მარტის განმავლობაში 7.30%-ით ანუ მილიარდ 150 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისთვის 16 მილიარდ 980 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი აპრილისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.22 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 4.25 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.