2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 201 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 197 ლარი და 20 თეთრი იყო.
2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 5 ლარითა და 10 თეთრით არის შემცირებული. შარშან მარტში საარსებო მინიმუმი 206 ლარსა და 10 თეთრს შეადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, მარტში თებერვალთან შედარებით 3 ლარითა და 40 თეთრით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 178 ლარი და 10 თეთრი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან მარტში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 182 ლარსა და 60 თეთრს შეადგენდა.