მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3 მილიარდ 890 მილიონი ლარით ანუ 8.42 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 2020 წლის პირველი აპრილისთვის 50 მილიარდ 130 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 4 მილიარდ 980 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 9.94 პროცენტია.
2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.