2020 წლის მარტში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 66 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთო ჯამში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 503 მილიონ 400 ათას ლარს გაუტოლდა. სებ-ის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო.
ვადაგადაცილებული სესხების 35.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 4.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 58.5 პროცენტს გაუტოლდა.