21:49
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მარწყვის წარმოება და ფასი მცირდება - რატომ ხდება საქართველო იმპორტირებულ პროდუქტზე დამოკიდებული
08-04-2021

საქართველოში მარწყვის წარმოების შემცირების პარალელურად, ფასი კიდევ უფრო ეცემა. ეს ერთი შეხედვით ალოგიკურია, თუმცა ამის მიზეზებს East fruit-ის ანალიტიკოსები განმარტავენ.

East fruit-ის ყოველკვირეული ბაზრის მონიტორინგის თანახმად, მარწყვზე მოთხოვნის გაზრდილია, მაგრამ ადგილობრივი წარმოება სულ უფრო მცირდება. ექსპერტების აზრით, ამის მთავარ მიზეზებს შორის რეგიონში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამას ემატება ტურისტების ნაკლებობა საქართველოში და ასევე, „ჰორეკა“ სექტორზე მოთხოვნის შემცირება. გარდა ამისა, თურქული ლირის დევალვაციამ თურქული მარწყვის ექსპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა და განსაკუთრებით საქართველოს ბაზრისთვის. ანალიტიკოსების აზრით, საქართველოში მარწყვის იმპორტის ზრდა ადგილობრივი ბაღის მარწყვის წარმოებას ხელს უშლის, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ფასზე ახდენს. თურქეთიდან იმპორტირებული ბევრად იაფია, ვიდრე ადგილობრივი ბაღის მარწყვი.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბაღში მარწყვის წარმოება 2.5-ჯერ შემცირდა. როგორც EastFruit- ის ექსპერტებმა ფერმერებთან საუბრისას გაარკვიეს, წარმოების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მარწყვი, რატომღაც, არ შედიოდა სახელმწიფო კომპენსაციის პროგრამაში "დანერგე მომავალი", ხოლო მოცვი, ჟოლო და მაყვალი შედის. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი გაუგებარია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც, მარწყვი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კენკრაა - მსოფლიოში მისი წარმოებისა და მოხმარების მოცულობა კი აჭარბებს ჟოლოს, მაყვლისა და მოცვის მოხმარებას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები