მართველი პარტიის შეთავაზების გარშემო, რომელიც ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად 12 პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობას ითვალისწინებს, პოლიტიკური დისკუსიები არ წყდება. ოპოზიციის ნაწილს ქართული ოცნების არ სჯერა. ფიქრობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ერთ სამუშაო მაგიდასთან დასხდომას "ქართული ოცნება" ვერ მოახერხებს, ასევე კითხვები აქვთ იმ 12 პუნქტიან გეგმაზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა.