აქციზის ზრდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილე რამდენიმე მძღოლის მტკიცებით საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისთვის მათ მართვის მოწმობები ჩამოართვეს. როგორც ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ვასილ ურუშაძემ განაცხადა, 10 დეკემბრის აქციაში მონაწილე სამ ადამიანს ორგანიზებულ მსვლელოობაში სდებენ ბრალს, რაც მისი განმარტებით აბსურდია. ურუშაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯარიმის ეს ფორმა მოქალაქეების დასაშინებლად გამოიყენეს, რომ აზრის გამოხატვის უფლება შეზღუდოს.