მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება. როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გამოცდაზე გასვლის ღირებულება საგრძნობლად არ გაძვირდება.შალვა ხუციშვილის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დრო, როდის შეიძლება ჩატარდეს პრაქტიკული გამოცდები რეალურ მოძრაობაში, თუმცა, მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ შემოდგომის ბოლოს, ან 2018 წლის პირველი იანვრისთვის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად ინფრასტრუქტურა მზად იქნება.