კვერნისებრთა ოჯახის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა, ძუძუმწოვარა თაფლიჭამიამ, რომელსაც ხშირად რატელსაც ეძახიან, აფრიკელები კი, რატომღაც "მელოტ მაჩვად" მოიხსენიებენ, მცირე გაბარიტების მიუხედავად მაინც საკუთარი აგრესიული ხასიათით გაითქვა სახელი, გინესის რეკორდების წიგნში კი, ყველაზე მამაცი მტაცებლის ტიტული მოიპოვა, რადგან ნებისმიერ ცხოველს, მათ შორის ლომსაც მოურიდებლად ესხმის თავს.