დაბადებიდან 20 დღის შემდეგ ახალშობილს შეიძლება ჩაუტარდეს ყოველდღიური მასაჟი. ახალშობილს საკმარისად არ აქვს განვითარებული სმენა და მხედველობა, ამიტომ სამყაროს ის შეიცნობს შეხებით, მასაჟი ასევე ეხმარება ემოციური სფეროს განვითარებას.მასაჟის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ბავშვის პედიატრთან.პროცედურის დაწყების წინ მოიხსენით ბეჭედი, ფრჩხილები მოკლედ გქონდეთ დაჭრილი, რომ არ მოხდეს ბავშვის ნაზი კანის ტრავმირება.ოთახის ტემპერატურა 18-22 გრადუსი უნდა იყოს. მასაჟი უნდა გაკეთდეს სწორ ზედაპირზე.უნდა იცოდეთ სხვაობა მშრალ მასაჟსა და ზეთით მასაჟს შორის. მშრალი მასაჟი ახურებს მხოლოდ კანს და ხშირად იწვევს მის დაზიანებას, ზეთის დახმარებით ხელი კარგად სრიალებს და მსუბუქად ახურებს კუნთებს და არა კანს.მასაჟის დროს ახალშობილისთვის სპეციალური, ბავშვის ზეთი უნდა იყოს გამოყენებული. მცენარეული ზეთები კვებავს კანის სხვადასხვა ფენას და ანოტივებს მას, ნუ გამოიყენებთ მინერალურ და პარაფინულ ზეთებს, რომელიც ფორების დაცობას იწვევს და შედეგად ვღებულობთ კანის გაღიზიანებას.მასაჟის დროს ხელების მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული - ქვემოდან ზემოთ, პერიფერიიდან ცენტრისკენ.მასაჟს უნდა დაიწყოთ კიდურების მასირებით, შემდეგ გადადით მუცელზე, ზურგზე, და გადაბრუნებებზე. მოძრაობა უნდა იყოს ნაზი. სხეულის ყოველი ნაწილის მასაჟი უნდა დაიწყოთ და დაამთავროთ ხელისსმით.ახალშობილების უმრავლესობას უფრო მეტად მოსწონს ფეხების მასაჟი, ამიტომ უკმაყოფილო რეაქციისთვის მზად უნდა იყოთ და სხეულის ზედა ნაწილის მასაჟი განსაკუთრებით ნაზად გააკეთოთ.მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი კომფორტულად გრძნობდეს თავს, თუ ის ყვირის და ტირის, მაშინ პროცედურა უნდა შეწყვიტოთ ან არ გააკეთოთ კონკრეტულად ის ვარჯიში, რომელიც დისკომფორტს უქმნის.მასაჟის შემდეგ ბავშვს ჩააცვით თბილად და მიეცით დასვენების საშუალება.