მაშველი, რომელიც თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის ადგილას იმყოფებოდა ამბობს, რომ მას "ჩერნობილის მსგავსი სცენა" დახვდა. მისი თქმით, სტიქიის ადგილი დაფარულია მთლიანად ფერფლით.
ვულკანის ამოფრქვევის დროს ახალი ზელანდიის კუნძულზე ათობით ტურისტი იმყოფებოდა. მათგან ექვსის გარდაცვალება დადასტურდა, დაახლოებით რვა ადამიანის ბედი გაურკვეველია, ისინი დაკარგულად ითვლებიან. ამასთან, მაშველებმა 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.
ამჟამად კუნძულზე განგაშის დონე სამს შეადგენს, არსებობს რისკები რომ ვულკანმა მცირედით ამოფრქვევა განაგრძოს.