გამოცანა: ის მარიო ბალოტელიზე ველური და სივლიო ბერლუსკონიზე რადიკალურია. ბევრს მასთან შეხვედრა მონიკა ბელუჩისთან პაემანს ურჩევნია! მინიშნება: Made In Bella Italia... ნეტა, რა უნდა იყოს? ჰიბრიდული ექსტრემისტი Ferrari LaFerrari - სუპერსპორტული ავტომობილების გმირი!
როცა "ფოლკსვაგენის" კონცერნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ანუ, მთავარი ბოსი თავისთვის ისეთ ავტომობილს უკვეთავს, რომელიც მისი კონცერნის მიღმა შეიქმნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთობ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
დღესდღეობით "ფერარის" შესაძენად მარტო მილიარდერობა აღარ კმარა. ბოლოს და ბოლოს მილიარდერი გახდე და მაინც უარი გითხრან იმაზე, რაც მილიონზე "ოდნავ" მეტი ღირს - ამაზე დიდი პარადოქსი რაღა უნდა იყოს?