17:27
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
მავნე თუ სასარგებლო პროდუქტი? - სიმართლე სიმინდის ბურბუშელაზე, რომელიც საკმაოდ კალორიულია და ადვილად ანაყრებს დაღლილ ადამიანს
30-01-2019

სიმინდის ბურბუშელა მზადდება არა სიმინდის ფქვილისგან, არამედ გაწმენდილი სიმინდის მარცვლისგან. მას ხარშავენ, ამატებენ მარილიან და შაქრიან ხსნარს, მცენარეულ ცხიმს, საგემოვნო დანამატებს, არომატიზატორებს და სტაბილიზატორებს. ამის შემდეგ ამ მასას წნეხენ, კარგად ურევენ და მაღალი ტემპერატურის პირობებში მაღალი წნევით გადადევნიან სპეციალურ ჭურჭელში გარკვეული ფორმის მისაცემად. შემდეგ აფასოებენ და ფუთავენ.

სითბური და მექანიკური დამუშავების შედეგად სიმინდის მარცვლის სახამებელი გაცილებით ადვილად ასათვისებელი ხდება, შესაბამისად, იმატებს პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულებაც. თუ ჩვეულებრივი სიმინდის ფაფა შეიცავს ე.წ. ნელ ნახშირწყლებს, ბურბუშელაში სწრაფი ნახშირწყლებია. ისინი იმით არის კარგი, რომ მყისიერად აჯერებს სისხლს გლუკოზით და მატებს ენერგიას. ხელოვნური ვიტამინებითა და ნატურალური პროდუქტებისგან, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის წვენებისგან მიღებული დანამატებით გამდიდრებული ბურბუშელა უფრო ადვილად ანაყრებს დაღლილ ადამიანს.

აუცილებელია იცოდეთ,რომ დამუშავებისას სიმინდის მარცვალი კარგავს ყველა ვიტამინს. უჯრედისი ისე იშლება, რომ ვეღარ ახერხებს ნაწლავების სტიმულაციას. თუ სწრაფი ნახშირწყლები უახლოეს მომავალში არ დაიხარჯა, ცხიმად გარდაიქმნება და დიდი ხნით დარჩება ორგანიზმში. ზოგიერთი მწარმოებელი შაქარს ხელოვნური ანალოგით ცვლის ისე, რომ ამის შესახებ ეტიკეტზე არ მიუთითებს, შაქრის შემცვლელები კი მავნებელია ბავშვებისთვის და ხშირად ალერგენულიც. ხელოვნური დანამატები, სტაბილიზატორები ასევე არ არის სასარგებლო, თუმცა, საუკეთესო შემთხვევაში, არც მავნე. გარდა ამისა, სიმინდის ბურბუშელა საკმაოდ კალორიული პროდუქტია, 100 გრამზე 366 კკალორია მოდის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები