McDonald’s UK&I-მა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, კომპანიის ისტორიაში პირველი მცენარეული ბურგერის, McPlant-ის დატესტვა დაიწყო, რომელიც მომხმარებელში ჩვეულებრივი ბურგერის გემოსა და შეგრძნებებს იწვევს. McDonald’s-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას პორტალი FreshPlaza ავრცელებს.
ამასთან, მომხმარებელს მცენარეული მენიუს შერჩევის საშუალება ექნება. კომპანიას 3 წელი დასჭირდა, რათა ბრიტანელი და ირლანდიელი მომხარებლებისთვის უგემრიელესი მცენარეული პროდუქტები შეესწავლა და შეემუშავებინა.
McPlant შეიცავს სეზამის ფუნთუშას, მდოგვს, კეტჩუპს, ვეგანუს სოუსს, ახალ ხახვს, მწნილს, სალათის ფოთოლს, პომიდორსა და ვეგანურ ყველს. ის McDonald’s-ის სტანდარტული ბურგერებისგან და სენდვიჩებისგან ცალკე ჭურჭლით და დამოუკიდებლად მზადდება.
McPlant კომპანიის რესტორნებში 29 სექტემბრიდან ეტაპობრივად იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მთლიან ქსელში იანვრიდან გაიყიდება.