ნილოსის ნიანგი ერთ-ერთი უძველესი, უნიკალური და ყველაზე სახიფათო არსებაა აფრიკის ბინადართა შორის, რომელიც საკუთარი გამძლეობის და რთულ პირობებთან ატაპტირების უბადლო ნიჭის წყალობით სამართლიანად ატარებს "მდინარეების მეფის" ტიტულს. არსებობს გამოთქმა "ნიანგის ცრემლებით" და ბევრს ჰგონია, რომ თავზარდამცემი რეპტილია გამუდმებით ცრემლებს ღვრის. სინამდვილეში, ნიანგს განსაკუთრებული თვალების წყობა აქვს, ახლოს მოთავსებული ჯირკვლები კი, სითხეს გამოჰყოფს და სწორედ ამიტომ ეცრემლება ნიანგის თვალები მუდმივად.