ამბრეშუმის მუზეუმში გაიმართა გამოფენა მძინარე მედუზა, გამოფენის მთავარი თემაა მედუზა გორგონას მითი, ანარეკლი, რომელიც პროცესია და არა სტატიკური მდგომარეობა. ქალებისთვის სარკეში ყურება და საკუთარი თავის დანახვა საზოგადოებაში არსებული წარმოდგენების გავლით ხდება. გამოცდილებების გადმოცემაც ზუსტად საზოგადოების “ენით” არის შესაძებელი. ენით, რომელიც ქალებისთვის შესაბამის საკომუნიკაციო სიმბოლოებს, ფორმებს და სიტყვებს ვერ იმეტებს.