სამსახიობო სააგენტომ კრის ნოთთან მუშაობაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაცცნობილი გახდა, რომ 67 წლის ნოტს სამი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოება სარა ჯესიკა პარკერის, სინტია ნიქსონისა დაკრისტინ დევისის რეაქციას ელოდა, გოგონებმა დუმილი დაარღვიეს და ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.„ძალიან დამწუხრებული ვართ ამ ინფორმაციით. ჩვენ მხარს ვუჭერთ გოგონებს, რომლებმაც ეს სირთულე გადალახეს და ხმა ამოიღეს, ეს ძალიან რთულია, ამიტომ ჩვენ მადლიერები ვართ მათი“, – აცხადებენ გოგონები.კრის ნოთი ყველა ბრალდებას უარყოფს."ეს ისტორიები სრული ფაბრიკაციაა და მონათხრობი, რომელშიც ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი, ცუდ ფანტასტიკას ჰგავს", — ამბობს მსახიობი.