16:01
22 იანვარი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა - "საქსტატი"
06-12-2019

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში ათას 316  ლარსა და 20 თეთრს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 129 ლარითა და 50 თეთრით არის გაზრდილი.

„საქსტატის“ ცნობით, მათ შორის ქალების ხელფასმა - 979 ლარი და 80 თეთრი შეადგინა. ამასთან, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასეა გადანაწილებული:

  • მსხვილი ბიზნესი – ათას 281 ლარი და 10 თეთრი;
  • საშუალო ბიზნესი – ათას 463 ლარი და 60 თეთრი;
  • მცირე ბიზნესი – ათას 260 ლარი და 20 თეთრი.

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება. ხოლო ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა და 29 მილიარდი ლარი შეადგინა.

AutoPlay
თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო
გამოქვეყნდა 38 წუთის წინ
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 42 წუთის წინ
2019 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში გავიდა - „საქსტატი“
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები - 2014 წლის შემდეგ ქართული თხილი ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
2019 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ბანკების წმინდა მოგება 48 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გაერო: მსოფლიოში 500 მლნ ადამიანი შესრულებული სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები