“საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში კაცების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ქალების ხელფასზე 575 ლარით მეტია.
“სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” ანგარიშის თანახმად, 2019 წლის მე-4 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი ათას 18 ლარითა და 50 თეთრით, ხოლო კაცების - ათას 593 ლარითა და 20 თეთრით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად, 112 ლარი და 50 თეთრი და 124 ლარი და 70 თეთრი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.