ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ერთი) მსტის ბატარეა საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებითა და 152 მმ გიაცინტის ოცეული საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტებით მონაწილეობდა. სწავლება ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპზე პირადი შემადგენლობის ინდივიდუალურ დონეზე შეფასება მოხდა, რაც მესამე, დასკვნითი ფაზით, საბრძოლო სროლებით დასრულდა. წვრთნებს მე-5 საარტილერიო ბრიგადის შტაბის შემფასებელ-მაკონტროლებლები აკვირდებოდნენ. დასკვნით ფაზას ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე დაესწრო.