საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა დღეს, გაიმართება.რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს.
მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას 2016 წლის 18 ნოემბერს შეუდგა. საკანონმდებლო ორგანომ 4 წლის განმავლობაში ორი თავმჯდომარე გამოიცვალა. მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონპროექტი, რომელთა შორისაა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რითაც ქვეყანა დიდწილად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.