აქციაზე დაკავებული 6 აქტივისტის სასამართლო ხმაურის ფონზე წარიმართა. მოსამართლემ პროცესი რამდენჯერმე გადადო, რასაც საბოლოოდ დაცვის მხარისა და დარბაზში შეკრებული მხარდამჭერების პროტესტი მოყვა. საქალაქო სასამართლოში მივიდნენ ოპოზიციის ლიდერები და მესამე სექტორის წარმომადგენლები. ასევე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმაც მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს ეზოში გადაინაცვლეს. შეგახსენებთ დაკავებულებს გამოძიება ამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავება, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და ხულიგნობას გულისხმობს.