38 დღეა გასული დაპატიმრებიდან, მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?! - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულმა, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.როგორც სპორტსმენმა აღნიშნა, მოსამართლემ პროცესზე გამოაცხადა, რომ მას აშშ-ში ფაქტობრივად არავინ ჰყავდა და იყო საშიშროება, მისი კავშირების მქონე კაცს ადვილად მოეხერხებინა ქვეყნიდან წასვლა."ამიტომ, 6- კვირიანი პატიმრობა მომისაჯა, ბრალი კი 30 დღეში უნდა წაეყენებინათ. 38 დღეა გასული, მაგრამ ბრალდების მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, რას წამიყენებენ, რაც არ არსებობს?! ” - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.