გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და სხვა ლიდერები, ამჯერად ყვარლის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივები სასმელი წყლის, გაზის არ არსებობაზე, ასევე მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ, გრიგოლ ვაშაძის თქმით ქართული ოცნება უმოქმედოა. პრეზიდენტობის კანდიდატი, კახეთში შეხვედრების პირველ ეტაპს დაასრულებს და აჭარის რეგიონში გადაინაცვლებს.