ნიკა ჩერქეზიშვილის სახელმწიფო უწყებაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშე ვერ განხორციელდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის შესახებ განმარტება მთავრობის ადმინისტრაციამ გააკეთა. ამ განცადების შემდეგ ჩერქეზიშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და დღის ბოლოს სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან შიმშილობა დაიწყო. "დამიბრუნონ სამსახური" – ეს ნიკა ჩერქეზიშვილის მთავარი მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებამდეც ის არც პროტესტის და არც შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. სამსახურიდან გათავისუფლებას ის 11 დეკემბრიდან აპროტესტებს.