უორენ ბაფეტი მედიაბიზნესს ყიდის
მილიარდერი უორენ ბაფეტი საკუთარ მედიაბიზნესს ყიდის. ფონდ Berkshire Hathaway-ს კუთვნილ BH Media Group-ს Lee Enterprises-ი 120 მილიონ დოლარად ყიდულობს.
აღსანიშნავია, რომ Lee Enterprises-ი Berkshire-ს საგაზეთო ბიზნესს 2018 წლის ივლისიდან მართავს. შესაბამისად, ფონდის მიერ ამ კომპანიისთვის ბიზნესის მიყიდვა, გასაკვირი ნამდვილად არ არის.
HB Media-ს საკუთრებაშია 30 ყოველდღიური, 49 ყოველკვირეული და 32 სხვადასხვა ბეჭდური გამოცემა, რომლებიც ამერიკის 10 შტატშია გადანაწილებული. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 47 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა. Bloomberg- ის ცნობით, ჯგუფი ფლობს ისეთ იშვიათ გაზეთებს, როგორებიცაა: Omaha World-Herald-ი და Buffalo News-ი, რომელიც მილიარდერს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკუთვნის.