ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამეგრელოში პრეს-ტური გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 30-მდე წარმომადგენელმა ანაკლიაში Anaklia EchoWaves- ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს. ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა ეთნო სოფელი „სისა ტურა“- დაათვალიერეს. პრეს-ტურის მიზანი სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობაა.