უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს. როგორც ნაყოფიამ „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა, მას ბორისპოლის აეროპორტში მესაზღვრეებმა გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს. მისივე თქმით, მიზეზები არ განუმარტავთ.