„თუ 1-ელ თებერვლამდე არ გავიხსნებით, შესაძლოა, რესტორნებმა ფუნქციონირება საერთოდ ვეღარ შეძლონ“, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს.
მისი განმარტებით, უკვე მრავლად არის შემთხვევები, როდესაც მეიჯარეები კვების ობიექტებს ფართებს აცლევინებენ, რადგან ამ ბიზნესში პერპექტივას ვეღარ ხედავენ. შესაბამისად, ობიექტების გაქირავებას სხვა მიმართულებით გეგმავენ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელ თებერვლამდე რესტორნების მუშაობა არ განახლდება. იმუშავებს მხოლოდ მიტანის სერვისი. ამასთან, არ იფუნქციონირებს სავაჭრო მოლებში არსებული კვების ობიექტები, მათ შორის, არც ამ ობიექტებიდან გატანის სერვისი.