მექსიკაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი - 6 995 ახალი შემთხვევა - დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 275 003-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამ მაჩვენებლით მექსიკამ ესპანეთს გადაუსწრო და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მე-7 პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ს 782 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 32 796-ს მიაღწია.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მექსიკა მე-5 ადგილზეა მსოფლიოში.